logo
ENG


რიკეტსი: ქართველებს სურთ ევროპასთან დაახლოება, ხელისუფლება თავისი ნაბიჯებით ამას ხელს უშლის
პიტ რიკეტსი
04 აგვ, 2024 19:56
რიკეტსი: ქართველებს სურთ ევროპასთან დაახლოება, ხელისუფლება თავისი ნაბიჯებით ამას ხელს უშლის
  • 230ნახვები

როგორც სენატორმა შაჰინმა თქვა, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა - ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი რუსეთსაც უახლოვდებიან ევროკავშირის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, ვფიქრობ უფრო აქტუალური კითხვაა, რას აპირებენ ისინი ევროპაში გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროპასთან დაახლოება - ეს არის შესაძლებლობა მათთვის, ჰქონდეთ მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა ევროპასთან ვაჭრობით. ამ ნაბიჯებით, ხელისუფლება ამას ხელს უშლის. ვეტყოდი ქართველებს, შეაფასონ, აყენებს თუ არა ეს ზიანს თქვენს შესაძლებლობას, გქონეთ უფრო ახლო ურთიერთობა ევროპასთან, გქონდეთ მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა და თუ მოსახლეობაზე დარდობ, ეს უნდა იყოს შენი საზრუნავი.

 

განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, პიტ რიკეტსმა ამერიკის ხმასთან საუბარში.



ასევე ნახეთ
close დახურვა