მივიღეთ სიტუაცია, როცა არანაირი სიახლე [ქართული ოცნების] სიაში აღარ არის, ვერანაირი ძლიერი ახალი პოლიტიკური სახე მათ ამ სიაში ვერ შეიყვანეს და ახალი ამომრჩეველი როგორ უნდა მიიყვანონ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის გარემოება, რომ ეს არის მეოთხე არჩევნები, როცა ივანიშვილს პირველად უწევს სიის პირველ ნომრად ყოფნა და ეს იქნება არჩევნები, როცა ივანიშვილი დამარცხდება.
ეს სია ახალს არაფერს გვიჩვენებს, ოცნება არასდროს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორიც დღეს არის. ისინი უკვე დამარცხებულები არიან, ახლა მიდის უკვე მძიმე, მტკივნეული ეტაპი ამ დამარცხების გააზრების, აქედან არის ეს აკვარიუმი, აქედან არის ეს ბრძენი კაცის სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ ტარება.
რა გამახსენდა იცით, რამდენიმე თვის წინ ეს ადამიანები იძახდნენ, რა ივანიშვილიო, რაში გვჭირდებაო, ჩვენ ისეთ ფორმაში ვართ, როგორ შევაწუხებთ საერთოდო, ჩვენითაც საკმარისი რესურსი გვაქო, ახლა ჰგონიათ, რომ სოფელ-სოფელ მისი ტარებით, რაღაცას გამოასწორებენ.
ამბობს ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია.