logo
ENG


ზურაბიშვილი: ერთ-ერთი უნიკალურია კავკასიელ ხალხთა ურთიერთობა
  • 234ნახვები

მექა ხანგოშვილის არაჩვეულებრივი, უზარმაზარი წიგნი არის არა მხოლოდ ქისტების ისტორიისა და პანკისის ხეობის შესახებ, არამედ საქართველოს ისტორიისა და იმ ურთიერობების შესახებ, რომელიც ჩვენი და კავკასიელი ხალხის უნიკალურ ურთიერთობებს ახასიათებს, რაც ჯერჯერობით ჯეროვნად შესწავლილი არ არის.

ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რაც გაგვაჩნია, ეს ის ურთიერთობებია, რომლებიც კავკასიელ ხალხთა შორის ჩამოყალიბდა. ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს ახასიათებთ, დღეს ცოტა გვავიწყდება რაღაცები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაგვიბრუნდება. ეს ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში და ეს არ შეიძლება დაიკარგოს. [..]

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ურთიერთობები ქვეყნისთვის ძალიან ძვირფასია, ისინი საქართველოს სამომავლო ისტორიას, საქართველოს მომავალსა და საქართველოს სახელმწიფოს ქმნიან.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სადაც ფილოლოგ მექა ხანგოშვილის წიგნის ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია პრეზენტაცია გაიმართა. 

ზურაბიშვილმა პანკისის ხეობიდან მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, სადაც მან ხანგოშვილის წიგნის საფუძველზე, კავკასიელ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა