logo
ENG


კობახიძე: ჩვენ ვართ ასეთი ხალხი, მიდრეკილი სიყვარულისკენ
  • 259ნახვები

სიყვარული ეს არის ის გრძნობა, რომელიც განსაკუთრებულად დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ვიღაცები არიან, ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად სიძულვილი შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მთავარი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, სიყვარულია. სიყვარული ერთმანეთის მიმართ, სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმართ და მგონია, რომ ეს არჩევნები, პირველ რიგში, ამას ეხება. ამ არჩევნებზე ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილს და ავაშენოთ ისეთი საქართველო, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის მიმართ და საკუთარი ქვეყნის სიყვარულზე. ჩვენ ვართ ასეთი ხალხი, ჩვენ ვართ მიდრეკილი სიყვარულისკენ.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა