logo
ENG


შაიშმელაშვილი: ივანიშვილთან გომელაურს ხარაზიშვილმა გაუწია თავის დროზე რეკომენდაცია
  • 2023ნახვები

ხარაზიშვილი ხო შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო ის ნაციონალების დროს იყო და მერე ხო გადმოპორტირდა და დღეს სხვას ეძახიან ნაციონალებს. 2013 წლიდან ჩნდება შსს-ში შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად, როცა უკვე, ბატონი გომელაური იყო მინისტრი თუ მოადგილე, ზუსტად არ მახსოვს. 

მაგ დღიდან მოყოლებული, სადაც არის გომელაური, იქ არის ხარაზიშვილი, აბსოლუტური ძალაუფლებით და აბსოლუტური ლეგიტიმაციით. თავად ხარაზიშვილს აქვს ნათქვამი: "სადაც ვახოა, იქ ვარ მეც და სადაც ვახო არ იქნება, იქ მე აღარ ვიქნები". მარტო თვითონ არ მიდის, რაღაც ამალა ჰყავს 30 ახლა უფრო გაზარდა და მეტი ეყოლება და აქვს თავისი ავტონომია. [..]

ივანიშვილთან გომელაურს ხარაზიშვილმა გაუწია თავის დროზე რეკომენდაცია დაცვაში, რათა დაეწყო მუშაობა და იმიტომაც აქვს დღეს აბსოლუტური ძალაუფლება შსს-ში და ამიტომ არის ხელშეუხებელი და ამიტომ არ სცემს ხმას არავინ და არც გასცემს ამ მთავრობის პირობებში. 

თქვა გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ფორმულას ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა