logo
ENG


მაიკ ტერნერი: საქართველოში ბრძოლაა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის
მაიკ ტერნერი
23 ოქტ, 2024 01:22
მაიკ ტერნერი: საქართველოში ბრძოლაა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის
  • 238ნახვები

როდესაც სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ერთად იდგნენ, პრეზიდენტი სი რუსეთში ჩავიდა, [უკრაინაში] ომის მიმდინარეობისას, ვლადიმერ პუტინის გვერდით დადგა და თქვა: "ჩვენ მოგვაქვს ცვლილება, რომელიც ასი წლის განმავლობაში არ მომხდარა, ჩვენ, ჩვენ ორს". ვიცით, ეს ასი წელი რაზეც არის, ეს ასი წელი პირველი და მეორე მსოფლიო ომია, ეს არის ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. ამაზეა ბრძოლა საქართველოში.

ჩვენ არ ვუყურებთ საქართველოს, როგორც აშშ-ის გავლენას ან დასავლეთის გავლენას, როგორც ამას რუსეთი ან ჩინეთი აკეთებს. ჩვენ გვინდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისი მოპოვებაც ხალხს შეუძლია დასავლეთსა და NATO-ში გაწევრიანებით. რუსეთის და ჩინეთის მიზნებია, როგორც ეს ნათელი გახადეს, რომ ხალხი ამ ავტორიტარულ სფეროში იყოს, ეს კურსი კი ეწინააღმდეგება ხალხის მიერ დამოუკიდებლობის ძიებას.

თქვა ამერიკელმა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა American Enterprises Institute-ში საქართველოს საკითხზე გამართულ მსჯელობაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა