საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტი აბსოლუტურად ამაზრზენია. ის მხარს უჭერს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მიიტაცა საქართველო, როგორც სახელმწიფო. მე ველი, რომ ევროკავშირი აშკარად დისტანცირდება მისი ვიზიტისგან და დაგმობს მას მაქსიმალურად მკაცრად.
წერს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი X-ზე და საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტს ეხმაურება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის.