ამ დროისთვის არ გვაქვს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გეგმები და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადებების მიუხედავად, აშშ ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც არანაირად არ მიუთითებს დიპლომატიური პროცესისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაზე.
თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ. ცნობისთვის, შეერთებული შტატების დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის დღეს პაკისტანში ჩავა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან ტრამპის მრჩევლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ხვალისთვის ელოდებიან ისლამაბადში ირანის წარმომადგენლებსაც, თუმცა თეირანი მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ვიდრე პორტები საზღვაო ბლოკადაშია.