მთელი ჩემი გული, ფიქრები და სული მშობლიურ საქართველოში, ხალხის გვერდით, პარლამენტის წინ, ჩვენი ბრძოლის მეგობრების გვერდით დარჩა.
უსაზღვრო მადლიერება მინდა გამოვხატო ქართველი ხალხის, ჩემი თანამებრძოლების, მოედნის მეგობრებისა და ყველას მიმართ, ვინც მხარს მიჭერდა.
ივანიშვილმა – მკვლელმა, კორუმპირებულმა ჩინოვნიკმა, კრემლისა და პუტინის მონამ და თავისი ქვეყნის მოღალატემ – უდიდესი დარტყმა მიაყენა ქართული სახელმწიფოს იმიჯს საქართველოდან ჩემი გაძევებით, საერთაშორისო კანონმდებლობისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით. ამ ნაბიჯით მან ხალხის აწმყო და მომავალი პირად ინტერესებს შესწირა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აფგან სადიგოვის საქართველოში დარჩენა ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის“.
სამწუხაროა, რომ საქართველოში დარჩენა და „დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის“ ბოლომდე გაგრძელება ვერ შევძელი. მაგრამ მე მჯერა, რომ მამაცი, მებრძოლი, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ბოლომდე და მტკიცედ გააგრძელებს ბრძოლას დამნაშავეებისგან შემდგარი „ქართულ ოცნებად“ წოდებულ კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ და პირადად კრიმინალთა მეთაურს, ბიძინა ივანიშვილს სამუდამოდ გააძევებს პოლიტიკური ასპარეზიდან.
მე ბოლომდე ვიქნები ქართველი ხალხისა და ჩემი ბრძოლის მეგობრების გვერდით!
ცოტა ხნის შემდეგ რა მოხდება, ან რა ტრაგედიებს მოგვიტანენ, უცნობია. პატიმრობა, რეპრესიები, იდუმალი მკვლელობა – ეს ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ წამს თავს დაატყდეს ყველას, ვინც პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული.
ძირს დიქტატურა!!! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!!!
წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი Facebook-ზე.
5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს. აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.