ვულოცავ ბატონ რუმენ რადევს და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვებას. ვუსურვებ წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და ბულგარელი ხალხის უწყვეტი პროგრესისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში. საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას და ჩვენი ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებას.
"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ბულგარეთის არჩევნებში ყოფილ პრეზიდენტს, რუმენ რადევს გამარჯვებას ულოცავს. ცნობისთვის, რუმენ რადევი ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ასევე განაცხადა, რომ ბულგარეთმა მოსკოვთან ურთიერთობები უნდა გააუმჯობესოს.