გულწრფელად გეტყვით, დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა რადგან თემა მწვავე იყო, მეც მოვიძიე ინფორმაცია - რა ვითარება იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, რომ კომპანია, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს აწარმოებს, თავად ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე. ყველანაირ პოლიტიკას დავანებოთ თავი, ადამიანურად ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზედაც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
თქვა კახა კალაძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნაზე. ცნობისთვის, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები დღეიდან უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებენ. მშობლები "ქართული ოცნების" მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ: დაუყოვნებლივ დაფინანსდეს მკურნალობა და ქვეყანაში შემოვიდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები.