logo
ENG



წერეთელი მედოევის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რა პოლიტიკა აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში

17 ივლ 202015:12
3 წუთის საკითხავი
 
f105tz3p44ngr3x.jpg

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა.

როგორც წერეთელი აცხადებს, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ შეტევას ღიად ახორციელებს და მათ განცხადებებში რეალურად ჩანს თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში.

„ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ჩვენ ვხედავთ შეტევებს, რუსეთი ამას ძალიან ღიად ახორციელებს. რა თქმა უნდა იღებს კიდეც პასუხს მაგრამ მათი შიდა პოლიტიკური საჭიროებისთვის ასეთ განცხადებას აკეთებენ ხშირად და ეს არის კიდევ ერთხელ მანიშნებელი იმის, თუ რა პოლიტიკა აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ და როგორ იყენებს ამ კოვიდის პროცესში რბილ ძალას“,-აცხადებს გიგი წერეთელი.

შეგახსენებთ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუგარის ლაბორატორიაზე ილაპარაკა. დიმიტრი მედოევის თქმით, ეს ლაბორატორია რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არამხოლოდ სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელს კავკასიაში.


close დახურვა