logo
ENG


ილია II: გვინდა, ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ მიეცნენ
ილია II
24 აგვ, 2020 14:22
ილია II: გვინდა, ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ მიეცნენ
  • 624ნახვები

დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.

გვინდა, ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ.

ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები, ახლადგარდაცვალებულნი გუშინ გახდნენ.

აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო დაშავებულთ შეეწიოს და გადაარჩინოს.

ასე გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II ხევსურეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.


ასევე ნახეთ
close დახურვა