logo
ENG


კობახიძე: ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებს და არც არავის სჭირდება
  • 767ნახვები

ახალი სისტემით საკონსტიტუციო უმრავლესობას დაახლოებით, ხმების 70 პროცენტი სჭირდება, რაც მე არ მგონია, რომ მივიღოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 60 პროცენტი არის რეალური მაჩვენებელი, თავისი პლიუს-მინუსით. იმდენ პროცენტს ვერ მიიღებს დღევანდელი პოლიტიკური პარტია, ქართული ოცნება, ამ შემთხვევაში, რომ ეს იყოს საკმარისი საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის და არც არავის სჭირდება. ჩვენ განვახორციელეთ უკვე საკონსტიტუციო რეფორმა და დღეს ქვეყანას აქვს ევროპული, საუკეთესო სტანდარტების კონსტიტუცია. ჩვენთვის მთავარია სტაბილური უმრავლესობის მოპოვება

ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.


ასევე ნახეთ
close დახურვა