logo
ENG


ბოკერია: მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია წამოიწყეს, გაუგონარი ამბავია
გიგა ბოკერია
21 ოქტ, 2020 20:23
ბოკერია: მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია წამოიწყეს, გაუგონარი ამბავია
  • 486ნახვები

მე მინდა, რომ, პირველ რიგში, ვუსურვო სწრაფი განთავისუფლება და მშვიდობიანი დასრულება ამ კრიზისის ყველა მძევალს, მათ ოჯახებს და მთელ საზოგადოებას. მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს, ვინც ამ ოპერაციით არის დაკავებული. ეს ყველას პირველი საფიქრალია. 

ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამარცხვინოა ის, რაც ვიხილეთ ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებში, ანუ ის სიგნალი, რაც ივანიშვილის პროპაგანდამ დაიწყო, მისივე დავალებით. სხვა დასკვნის საფუძველი მე არ მაქვს - მძევლების დემონიზება. ეს გაუგონარი ამბავია. ახლა ზუგდიდში მოხდა ინციდენტი ამ ხელისუფლების მიერ დაქირავებული პროპუტინური მოძალადე ჯგუფები და გაბედავა მივარდნენ იქ ამ გზავნილით, რომ მძევლის მიერ არის პროვოცირებული თურმე ეს ყველაფერი, წინა ხელისუფლებაზე საუბრობენ და პოლიტიკურ კუთვნილებაზე ამ მძევლის. ეს გაუგონარი ამბავია - მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია. ეს მარტო ივანიშვილის რეჟიმმა, და მის მიერ დაქირავებულმა სამარცხვინო პროპუტინურმა ჯგუფებმა შეიძლება იკადრონ

ასეთი კრიზისის დროს, ბუნებრივია, დისკუსია გაჩნდება იმაზე, რა მდგომარეობა გვაქვს ზოგადად კრიმინალთან მიმართებით. ჩვენ ვიცით, რომ მდგომარეობა დღითი-დღე ივანიშვილის პირობებში მძიმდებოდა და ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში გველოდება კატასტროფა. ამ ტიპის კრიზისები დალაგებულ ქვეყანაშიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთ დროს, ბუნებრივია, იმარტება დისკუსია იმაზე, როგორია ზოგადი ვითარება ქვეყანაში და ვითარებას ქვყეანაში სჭირდება ცვლილებები, გარდამტეხი ცვლილებები, ამ საკითხშიც კი. 

ასეთ დროს, როდესაც მძევლის წინააღმდეგ პროპაგანდას იწყებ, რომ გადაფარო რაღაც პრობლემა, ეს კიდევ ერთხელ იმსახურებს პოლიტიკური განაჩენს ამ რეჟიმის და ივანიშვილის მიმართ. ესენი ხელისუფლებას უნდა მოცილდნენ და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებს.


ასევე ნახეთ
close დახურვა