logo
ENG


ჯაფარიძე: ჩვენ ველოდით იმას, რომ თბილისში გვექნებოდა კარგი შედეგი
  • 1212ნახვები

ჩვენ ველოდით იმას, რომ თბილისში გვექნებოდა კარგი შედეგი და ვფიქრობდით, რომ მესამეზე თუ გავიდოდით, ეს იქნებოდა ძალიან კარგი შედეგი, თუმცა აქ კონკურენტები გვყავდა რამდენიმე პარტიის სახით, მაგრამ თუ ეს დადასტურდა ცესკო-ს საბოლოო შედეგებითაც, გირჩისთვის ეს იქნება სერიოზული წარმატება. დედაქალაქში მესამე ადგილზე გასვლა იმ რესურსებით, რა რესურსებიც გირჩს გააჩნია, მათ შორის, იმ კამპანიის გათვალისწინებით, რაც წარმართეს ჩვენ ქვემოთ მყოფმა პარტიებმა და რამდენი რესურსიც დაიხარჯა მათი მხრიდან და შემდეგ როგორი იყო გირჩის კამპანია, გირჩისთვის ეს არის სერიოზული წარმატება. 

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე თბილისის მასშტაბით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს აფასებს. Edison Research-ის მიხედვით, პარტიამ თბილისში 8%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.


ასევე ნახეთ
close დახურვა