logo
ENG


ხოშტარია: შეუძლებელია, ქვეყანამ მიიღოს თამაშის წესები, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი
  • 367ნახვები

ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ თავის ფურცელზე დაწერილი ციფრებით შეცვლის ქვეყანაში ვითარებას და ხალხს, პირველ რიგში მოქალაქეებს წაართმევს არჩევანის უფლებას. ადამიანისთვის ყველაზე ფუნდამენტური არის ის, რომ მას ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი და როდესაც ამას წაართმევს, მიიღებს უწყვეტ რეაქციას. არ დაიღლებიან ადამიანები ზუსტად ისე, როგორც არ დაიღალნენ სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და მიაღწიეს თითქმის პროპორციულ სისტემას. ეს ტყუილი დასრულდება ადამიანების აქტიურობით. შეუძლებელია, საქართველომ მიიღოს ის თამაშის წესები რომელსაც ჩვენ ცინიკურად თავს გვახვევს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ყველა აქტიურობას, ყველა ემოციას, გამოთქმულ აზრს, ნაბიჯს აქვს მნიშვნელობა.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და ამის გამო, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.


ასევე ნახეთ
close დახურვა