logo
ENG


ზაზა გუგავა: გაფრთხილების გარეშე წამოვიდა წყლის ჭავლი, ამ წნევამ ამაგდო და სახით დავეცი
ზაზა გუგავა
09 ნოე, 2020 18:53
ზაზა გუგავა: გაფრთხილების გარეშე წამოვიდა წყლის ჭავლი, ამ წნევამ ამაგდო და სახით დავეცი
  • 390ნახვები

მოვლენები განვითარდა ისე, რომ არავინ არ ელოდა. ამის აუცილებლობა არ არსებობდა რომ გამოყენებული ყოფილიყო ჭავლი. არავინ არსად შერბოდა, არავინ არაფერ კანონსაწინააღმდეგოს არ აკეთებდა და ყველანაირი გაფრთხილების გარეშე წამოვიდა წყლის ჭავლი. მახსოვს, რომ ძლიერი ნაკადი მომხვდა სახეში, შემდეგ ზურგის მიდამოში. ამაგდო ამ ძლიერმა წნევამ და დავეცი სახით. შემდეგ მომიტინგეები მომეხმარნენ და გამომიყვანეს. ერთი თვალიდან საერთოდ ვერ ვხედავდი ვერაფერს, მქონდა ძალიან ძლიერი ტკივილი. ყოფილი ძალოვანი ვარ, აფხაზეთის ომის ვეტერანი, დაჭრილი, მეორე ჯგუფის ინვალიდი და მრცხვენოდა მათ გამო, რომ ასე საკუთარ ხალხს არ უნდა ექცეოდეს სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა.

ამის შესახებ მოქალაქე ზაზა გუგავამ, რომელსაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის დარბევისას თვალი დაუზიანდა, TV პირველს განუცხადა. გუშინ, 8 ნოემბერს, პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. მოგვიანებით, მოქალაქეებმა ცესკო-სთან გადაინაცვლეს, სადაც მათ წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა. მომხდარის შედეგად დაშავდნენ ჟურნალისტები და მოქალაქეები.


ასევე ნახეთ
close დახურვა