არ იქნება ერთპარტიული პარლამენტი, ამაში გარწმუნებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც განაგრძობენ ამომრჩევლების და საზოგადოების აზრის იგნორირებას, ამაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს.
ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.