logo
ENG


ნინო სუხიშვილი: ამ ახალგაზრდებს ვერავინ შეაშინებს, ეს თაობა არ გაჩერდება, არ დაემონება
  • 155ნახვები

მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ ის ახალგაზრდები, ვინც დღეს დგას ქუჩაში, უკვე თითქმის ერთი თვეა, იმ ახალგაზრდებს შიში არ აქვთ, მათ ვერავინ ვერ შეაშინებს. რისკიანი თაობაა, თაობაა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, იბრძვის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის. თავისუფლება ხომ მხოლოდ სიტყვა არაა, თავისუფლებას მოპოვება უნდა, თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ეს ის თაობაა, რომელიც არ გაჩერდება, არ გაჩერდება და არ დაემონება. მათ არ უნდათ რუსეთის გუბერნიად გადააქციონ საქართველო, მათ უნდათ მომავალი, თავისთვის და ეს ის თაობაა, რომელშიც პირიქით, ინვესტიცია უნდა ჩადონ, უნდა გვერდით დაუდგნენ, უნდა მოუსმინონ. [...]

ეს ხომ საქართველოა, რატომ არის დღეს გახლეჩილი, ეს ხომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, ამ საზოგადოების გახლეჩა. იმის გამო, რომ ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის არ არის შენი მოქალაქე. ჩვენ ხომ ტრადიციული ქვეყანა ვართ და ტრადიციულად, ყოველთვის, როგორც ოჯახის უფროსი პასუხისმგებელია თავისი ოჯახის მიმართ, ასევე უნდა იყოს ხელისუფლება, თუ მთავრობა პასუხისმგებელი. ის არის დღეს დამნაშავე, რომ გახლეჩილია ერი შუაზე, ის არის დამნაშავე, რომ ეს ახალგაზრდები ასე მთელი ღამეები დგანან ქუჩაში, ეს ხომ ასი ათასობით ადამიანია, ეს მართლა ხომ არ არის 300-400 კაცი, რომელიც არ დანებდება.

ეს გაგრძელდება, უსასრულოდაც რომ გაგრძელდეს, მჯერა, რომ ეს ახალგაზრდები მიაღწევენ და თავის სათქმელს იტყვიან - იციან, რომ მათი მომავალი არის ევროპაში, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც იქნება აზრის თავისუფლება, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს და თუ ჩვენ ცივილიზებული სამყარო ვართ, ქვეყანა, პრეტენზია გვაქვს, რომ ადამიანები ვართ, არ შეიძლება ასე უმოწყალოდ მოექცე შენს თანამემამულეს. [...]

თქვა ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების დირექტორმა ნინო სუხიშვილმა ტვ პირველთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა