logo
ENG


ხოშტარია კარტოგრაფების საქმეზე: შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს მონები
  • 844ნახვები

ბოროტება დგას გულგრილობაზე, მორჩილებაზე, კონფორმიზმზე. შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს მაგალითად მდუმარე გულგრილი ხალხი საგარეოში, არ ჰყავდეს ის მონები, ვინც დღეს გალსტუკი მოუჭირა, კოსტიუმში გამოიწკიპა და თავს პროკურორს უწოდებს, ასევე ის პირუტყვი მოსამართლე. ეს დამნაშავეები ახლა წავლენ სახლში. თან ალბათ ოჯახში იამაყებენ კარგად მიდის ჩემი კარიერაო, ტელევიზორში ორჯერ გამოვჩნდიო, მომიწონებენ თავდადებას და დამაწინაურებენო. ნატალია და ივერი აგრძელებენ შეურაცხმყოფელ გარემოში, ციხეში ყოფნას. ეს სიმახინჯე აუცილებლად დამთავრდება

ასე გამოეხმაურა ევროპპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვების საკითხს. პოლიტიკოსმა შესაბამისი განცხადება Facebook-ზე დაწერა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა