logo
ENG


დეკანოიძე ISFED-ზე: ეს ფარული მიყურადებისა და მონაცემთა ბაზაში შეღწევის მაგალითია
  • 668ნახვები
1. როგორ გაიგეს კობახიძე/მდინარაძემ ISFED-ის ცდომილებაზე და ოპოზიციას შემოუცურეს როგორც გადათვლის მექანიზმი:
2. ეს არის ფარული მიყურადებისა და დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითი;
3. ამ ამბავზე ნორმალურ ქვეყანაში დიდი ამბავი ატყდებოდა და გამოძიება დაიწყებოდა;
4. 8-პროცენტიანი დისბალანსი ოქმებში არ გამქრალა, რაც რამდენიმე პროცენტს ისედაც ცდება;
5. ISFED არ ითვლის ხმებს, ითვლის ოქმებს. ამავე დროს, გასაჩივრებული ოქმებიც არ დაუკმაყოფილეს.
ეს არის მთავარი და არა ქოცების და მათთან გათანაბრებული ადამიანების ჟრიამული.
 
 

ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის განცხადებებს, რომელიც ISFED-ის პარალელურ დათვლებს ეხებოდა. დეკანოიძემ ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა