logo
ENG


კალაძე: მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს არასდროს შემეხარბოს წარმატებული ადამიანის
კახა კალაძე
15 დეკ, 2020 22:54
კალაძე: მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს არასდროს შემეხარბოს წარმატებული ადამიანის
  • 1595ნახვები

ჩემთვის ძალიან პრინციპულია სამართლიანობა. მე ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბეც, რთული პერიოდიც, მაგრამ გავიზარდე ისე, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ და მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში, არასდროს უნდა შევხედო სხვა წარმატებულ ადამიანს ცუდი თვალით, არ უნდა შემეხარბოს მისი, არასდროს უნდა მოვიპარო.. შესაბამისად, ეს კონკრეტული შემთხვევები, ეს ხომ ჩემი საკუთარი მიწები არაა, ეს ხომ ჩვენი ქვეყნის, თითოეული თქვენგანის ქონება არის და როდესაც ხდება მიწების დატაცება, როდესაც ხდება უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარში დავუდგეთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველებს და იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აფრიკის დასახელბაში საცხოვრებელი ფართების დემონტაჟის შესახებ საუბრისას ღამის კურიერის ეთერში განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა