logo
ENG


ხოშტარია: მადლობა, ბ-ნო კახი, რომ ხალხი დაარბიეთ, ეს ოჯახი ბედნიერ წუთებს ხომ ვერ მიიღებდა
  • 2248ნახვები

დიდი მადლობა, ბატონო კახი, გუშინ რომ ხალხი დაარბიეთ და სახლები დაშალეთ. სხვა შემთხვევაში, ეს ოჯახი ამ ბედნიერების წუთებს ხომ ვერ მიიღებდა. ვინ იცის, გათვლილი იყო ამ ყველაფერზე, როგორ იცით, ხალხნო, დაუფიქრებლად ჩირქის მოცხობა. ფოტოებს მივაწვეთ, ხალხნო, ხან ბიძინას შევეცოდებით, ხან კალაძეს, ხან ფარცხალაძეს. პიარის ღმერთი დალოცოს ზევსმა. მართლა გული მერევა

ასე ეხმაურება Facebook-ზე ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია თბილისის მერის, კახი კალაძის მიერ სამგორში ოჯახისთვის ბინის გადაცემას. კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს შეხვდა მას შემდეგ, რაც მამა-შვილის სახლების ნგრევისას გადაღებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მერი მათ ბინის ჩუქებას დაჰპირდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა