logo
ENG


უგულავა კობახიძეზე: ივანიშვილმა რომ დაავალოს ტიტველი გაირბენს რუსთაველზე
გიგი უგულავა
17 დეკ, 2020 18:18
უგულავა კობახიძეზე: ივანიშვილმა რომ დაავალოს ტიტველი გაირბენს რუსთაველზე
  • 761ნახვები

ხვალ რომ ივანიშვილმა დაავალოს ტიტველი გაირბინე-ო, ტიტველი გაირბენს რუსთაველზე კობახიძე. ამ ადამიანზე სერიოზულად ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ. მაგრამ მტერი ამ ქვეყნის არის ივანიშვილი, რომელიც აფორმებს დიქტატურას, მაგრამ ვერ მიაღწევს ვერასდროს. რაც უნდათ ის უქნიათ. მათი არ არის ეს დაფინანსება, ჩვენი მოპოვებულია, მაგრამ ჭირსაც წაუღია, კობახიძესთან ერთად. ვერაფრის მიაღწევს ამით 

 

განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ ქართული ოცნების მიერ პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის ქვეშ მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. განცხადება უგულავამ ფორმულას გადაცემაში კომენტარი გააკეთა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა