logo
ENG


ივანიშვილი: გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია
  • 546ნახვები

გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია. არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. მე არასდროს დამიშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა. ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა.

თქვა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილში, რომელიდ ღეს, 11 იანვარს გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ ტოვებს როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს, ისე მთლიანად პარტიას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა