logo
ENG


ხოშტარია: სისტემაა დასანგრევი, არასწორია თუ ივანიშვილის მეთაურობას აღარ გავითვალისწინებთ
  • 900ნახვები

გილოცავთ ხელისუფლების ცვლილებას, ვინც მართლა განიხილავთ რომ წავიდა.

წასვლა ნიშნავს სადავეების აღარ არსებობას, დათმობაც კი არასწორი სიტყვაა, თუ გაქვს და ამბობ აი აღარ გამოვიყენებ, სიტყვაზე მენდეთ, არ არსებობს. აი პოლიციელი დადის დუბინკით, იარაღით და ამბობს აღარ ვარ პოლიციელი აღარ გამოვიყენებ ამასო.

ახლა აქვს თუ არა სადავეები? წარმოიდგინეთ გომელაური, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და როგორც მინიმუმ, არ ფიქრობს ბიძინაზე. ან შოთაძე, ან კობახიძე, ან თალაკვაძე... სია უსასრულოა და ეხება ყველა ინსტიტუტს.

ამას თეორიული კამათისთვის არ ვამბობ, არასწორად შეფასებული რეალობა შეცდომებს დაგვაშვებინებს.

სისტემა გვაქვს დასანგრევი ბიძინას მეთაურობით და თუ მის მეთაურობას აღარ ვითვალისწინებთ, არასწორად ვივლით

ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის პარტიული თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.



ასევე ნახეთ
close დახურვა