logo
ENG


ივანიშვილი: თუ საზოგადოებამ მაინც მოძალადე აარჩია და უნდა, ბატონი ჰყავდეს, მე რა შუაში ვარ
  • 1421ნახვები

ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება. ხელისუფლება უნდა მოვიდეს და ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით. პირიქითი უბედურებები ჩვენ განვიცადეთ 20 წლის განმავლობაში, 8 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ნახა საპირისპირო ქართული ოცნების სახით. ძალიან ნიჭიერი ხალხით შემდგარი გუნდი, პირდაპირი მნიშვნელობით, გულწრფელად, სიყვარულით ემსახურება საკუთარ ხალხს და საკუთარ საზოგადოებას.  აქ თემა დახურულია, გამოცდილება მივიღეთ. ახლა, თუ ამის შემდგომ თეორიულად დავუშვებთ, თუმცა მე არ მეჯერება, საზოგადოება მაინც მოძალადე აარჩია და უნდა რომ ბატონი ჰყავდეს, მე რაღა შუაში ვარ, პრინციპში. ან საზოგადოებას რატომ უნდა ჰქონდეს ჩემთან მოთხოვნა, რატომ არ ბრუნდებაო. რატომ უნდა დავბრუნდე, თუ ვერ გავაკეთე კარგად, აღარც მომესვლება, სხვამ უნდა გაასწოროს და გააკეთოს. საზოგადოების ნაწილი, ვისაც გადაჭარბებული ნდობა შერჩა ჩემდამი, ახლა უფრო ფხიზლად დადგება, რომ უფრო კარგად უყურონ სიტუაციას

ამის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა