logo
ENG


ჯაფარიძე: ამ პარლამენტს, არაფერი ეშველება, ეს პარლამენტი უკვე არის კარიკატურა
  • 573ნახვები

ოპოზიცია ითხოვდა ვადამდელ არჩევნებს, ვადამდელ არჩევნებზე თქვეს არაო. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ კარგი, ვადამდელი თუ არა, რაიმე სხვა ალტერნატივა განვიხილოთო, მაგალითად, პლებისციტი. მათ შორის, გირჩსაც ჰქონდა სხვა პაკეტი, რაზეც თუ ოპოზიცია დაგვთანხმდებოდა, შეიძლებოდა, ყოფილიყო ისიც. არაფერზე ისინი თანახმა არ არიან და სადამდე შეიძლება, უკან დაიხიო. რადგან ხელისუფლება არ მოდის ამაზე, კარგი, მაშინ, ამაზე ვარ თანახმა, თუ ამაზეც არ მოდის ხელისუფლება, მაშინ, ესეც არ გვინდა და ასე, სადამდე შეიძლება?!

ჩიხი კი არა ღრმა კრიზისია. პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლა ამ კრიზისს ვერაფერს უზამს, ჩემი აზრით. ერთი, რომ ამ პარლამენტს ჩემი აზრით, არაფერი აღარ ეშველება, ეს პარლამენტი უკვე არის კარიკატურა, შემდგარი ფაქტია. კრიზისი იმის გამო კი არ არის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არაა, კრიზისი არის ადამიანებში, იმაში, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა ოცნების ხელისუფლებას უთხრა "არა" და ისინი მაინც დარჩნენ ხელისუფლებაში. 

ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა