logo
ENG


კობახიძე: დამაჯერებლად მოვიგებთ თვითმმართველობის არჩევნებს, ამის რესურსი გვაქვს
  • 507ნახვები

თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს. მათ შორის კანდიდატების გადახალისება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამაზე სამუშაო პროცესი უკვე მიმდინარეობს და უშუალოდ არჩევნებისთვის საშტაბო მზადებაც უკვე დაწყებულია. ეს პროცესი მომდევნო 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება. დარწმუნებული ვართ, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და დაახლოებით გვექნება იგივე შედეგი, რაც გვქონდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. ამისთვის გარანტია არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული რესურსი, მათ შორის პარტიული რესურსი, საშტაბო რესურსი და რაც მთავარია გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, რაც ჩანს სოც.კვლევებში და ამაში არის სერიოზული დამსახურება იმ ოპოზიციის, რომელიც თავის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს და არის თვითგანადგურების რეჟიმზე გადასული. ამ მოცემულობის გათვალისწინებით დარწმუნებული ვართ იმაში, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ თვითმმართველობის არჩევნებს.

განაცხადა პარტია ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა