logo
ENG


ოცნების დეპუტატი: სამშაბათს შევიკრიბებით და ვეტყვით, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია
  • 656ნახვები

ნიკა მელია ამბობს, რომ ის არის სახელმწიფო, ის განსაზღვრავს და ადგენს, რა არის კანონი და რა არ არის კანონი, შესაბამისად, სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და ნიკა მელიას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, ამ სახელმწიფოს ჰქვია საქართველო და ყველა მისი მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით. პროკურატურა მელიასთვის, გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს, უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. საქმე ეხება 20-21 ივნისის საქმეზე მელიას წინააღმდეგ წარმოებულ პროცესს. ამ საქმეზე მას გირაო შეეფარდა და ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდა, მელიამ ეს სამაჯური აქციაზე სიმბოლურად მოიხსნა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა