logo
ENG


სუბარი: ომბუდსმენი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკოსის ადვოკატი, მე ეს დღეს ვერ დავინახე
სოზარ სუბარი
16 თებ, 2021 18:04
სუბარი: ომბუდსმენი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკოსის ადვოკატი, მე ეს დღეს ვერ დავინახე
  • 415ნახვები

სახალხო დამცველი სამართლიანობის დამცველი უმაღლესი ქურუმი უნდა იყოს, უფრო მაღალი ქურუმი, ვიდრე ეს შეიძლება, მოსამართლე იყოს. მოსამართლეს, რომელსაც ხელში გადაწყვეტილების მიღების მართლაც სერიოზული ბერკეტები აქვს, სახალხო დამცველის ერთადერთი ბერკეტი მისი მაღალი ავტორიტეტია, მისი მიუკერძოებლობა და მისი პირუთვნელობა - დღეს სახალხო დამცველის განცხადებაში ეს სტანდარტი ვერ დავინახე. როდესაც კანონი ირღვევა, სახალხო დამცველი კანონის მხარეს უნდა დადგეს, ეს არის სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის ყველაზე მაღალი გარანტიც, მე ეს დღეს ვერ დავინახე. სახალხო დამცველი არ უნდა იყოს რომელიმე კონკრეტული პარტიის ან პოლიტიკოსის ადვოკატი. ის უნდა იყოს კანონის ყველაზე მაღალი დამცველი

ასე ეხმაურება იმედის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ომბუდსმენის განცხადებას, სადაც ნინო ლომჯარიამ პარლამენტს მოუწოდა, რომ არ გაეცათ თანხმობა ნიკა მელიასთვის მანდატის მოხსნაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა