logo
ENG


მდინარაძე: ღარიბაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება და პრემიერი გახდება
  • 293ნახვები

ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის მხარდაჭერა, პრაქტიკულად, გარანტირებული აქვს. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ფრაქცია ქართული ოცნება დღეს, პრაქტიკულად, სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი. ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ ეს გადაწყვეტილება გავაცანით უმრავლესობა. უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა პრემიერობის კანდიდატად ექნება და პრემიერი გახდება ირაკლი ღარიბაშვილი, ეს გადაწყვეტილია

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა