logo
ENG


ცერცვაძე: ორ-სამ კვირაში, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება
  • 4628ნახვები

მთავარია, რომ მოსახლეობამ არ შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა, რომ 3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი, არ დავკარგოთ, თორემ შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც 2-3 კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რაც ერთხელ მოგვივიდა ზაფხულში

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების ნაწილი ჯერ კიდევ მოქმედებს, მათ შორის კომენდანტის საათი, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია შაბათ-კვირას, არ მოძრაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა