logo
ENG


გოცირიძე განახლებაზე: ძველები გვერდზე არ უნდა გაიწიონ, ახლებმა უნდა აჯობონ კონკურენციით
  • 658ნახვები

ასაკი მენტალობაა და არა ფიზიკა.

პოლიტიკური ასაკიც მენტალობაა და არა კალენდარზე გამოსახული რიცხვები.

ერთ რამეში ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს, რომ დროა ახალგაზრდა თაობა გამოვიდეს პოლიტიკურ სარბიელზე. ეს ასავე საყვედურია ჩვენი თაობის მიმართ, რომელმაც მეტი ვერ შეძლო.

არ ვეთანხმები იმაში, რომ ძველებმა გვერდზე გაიწიონ და ახლებს დაუთმონ ადგილი. ახლებმა კონკურენციით უნდა აჯობონ ძველებს. “ახალ თაობად” პოლიტიკოსები ვერ დაინიშნებიან, ახალი თაობა იწრთობა რეალურ პოლიტიკურ პროცესში: წიგნთან, მასმედიაში, ქუჩაში. ამის კარგი მაგალითია “გავრილოვის ღამის” ახალგაზრდები, საიდანაც უკვე ჩანს რამდენიმე მომავალი კარგი პოლიტიკოსი.

გზას არავინ დაგითმობს. უნდა დაიმსახურო.

ენმ - ძალა ერთობაშიას წევრი პარტიების განახლების შესახებ პოლიტიკურ დისკუსიას ეხმაურება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა