logo
ENG


კახაძე: მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს
ლადო კახაძე
03 მარ, 2021 11:36
კახაძე: მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს
  • 3154ნახვები

გასაღები ნიკა მელიას ხელშია. პირდაპირ განაცხადა პროკურატურამ, რომ ჩვენი თვითმიზანი მისი დაჭერა არ არისო. მელია დაჭერილი არ არის, როგორ არის დაჭერილი? პროკურატურამ ცალსახად თქვა, რომ გასაღები მის ხელშია. კარების გასაღები მის ხელშია, შეუძლია, გააღოს და გამოვიდეს. ეს დაჭერაა? ეს არის დაკვეთა. დაკვეთა სხვა ქვეყნიდანაა და ვიცით საიდანაც მოდის, რომ გაამწვავოს პოლიტიკური სიტუაცია. ამას ხვდება მთელი მსოფლიო. თვალები ბევრ რამეზე ამეხილაო მიშელმა თქვა. ჩამოვიდა და ყველაფერი ნახა, არა მარტო საზღვარი, რუსები რას გვიშვრებიან - გვაუბედურებენ და გვაწიოკებენ

ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა ლადო კახაძემ ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. პროკურატურამ პატიმრობაშეფარდებულ ნიკა მელიას კვლავ შესთავაზა გირაოს გადახდა და ამის სანაცვლოდ გათავისუფლება.



ასევე ნახეთ
close დახურვა