logo
ENG


ლიეტუველი მინისტრი: როცა ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, ეს ქვეყნისთვის კარგის ნიშანი არაა
  • 863ნახვები

როდესაც ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, ეს ქვეყნისთვის კარგის ნიშანი არაა. არჩეული პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, როგორ ხედავენ გზას მომავლისკენ.

შემიძლია მოგიყვანოთ, ლიეტუვის მაგალითი. 1992 წელს, როდესაც კონსტიტუციაზე შევთანხმდით, არსებობდა ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტია, მაგრამ ისინი უნდა შეთანხმებულიყვნენ ლიეტუვის ტრანსატლანტიკურ გზაზე. ამ შეთანხმებამ მიგვიყვანა ევროკავშირთან და ნატოსთან. ლიეტუვა გახდა უფრო წარმატებული და უსაფრთხო. ახლა კარგი დროა იმისათვის, რომ ევროპამ მეტი ილაპარაკოს და იმუშაოს პარტნიორებთან.

ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და შესაძლოა, კარგი ახალი ამბები მოგვიტანოს. გარდა ამისა, ახალი ადმინისტრაცია ჰყავს შეერთებულ შტატებს და საინტერესო პერიოდია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მოლაპარაკების განახლებისთვის. კარგი ამბები დასავლეთის გარდა საქართველოდანაც უნდა გავიდოთ.

ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა