logo
ENG


ჯაფარიძე: არ დაუჯეროთ, რაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თქვეს, ტყუილი იყო მეტწილად
  • 1106ნახვები

არ დაუჯეროთ არაფერს, რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თქვეს, ტყუილი იყო მეტწილად, რაც ისაუბრეს.

მოლაპარაკებების პროცესი ამჯერადაც წარიმართა დაახლოებით იგივე სცენარით, როგორაც წინა მოლაპარაკებების პროცესი წარიმართა, რომლის ბოლოსაც ბატონმა დანიელსონმა დაგვტოვა.

ვგულისხმობ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტთან ოპოზიციას ჰქონდა პრინციპული პოზიცია, რასაც არ ეთანხმებოდა ხელახალ არჩევნების საკითხს და პოლიტპატიმრების თემას.

ამის გარდა იყო სამი საკითხი, რომელზეც ქართული ოცნება არ თანმხდებოდა. პრაქტიკულად, ისევ და ისევ, როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც ქართული ოცნება იტყოდა რომ ამაზე ჩვენც ვაწერთ ხელს.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვერ მოხდა შეთანხმება. ცხადია, მთელი პასუხიმგებლობა არის ხელისუფლებაზე.

ამის შესახებ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მედიაციის უშედეგოდ დასრულებული მეორე რაუნდის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა