logo
ENG


ხოშტარია: მოლაპარაკებები ვერ შედგა, კიდევ უფრო სამწუხარო იქნებოდა შეთანხმების იმიტაცია
  • 972ნახვები

სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ვერ შედგა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო იქნებოდა შეთანხმების იმიტაცია. მაგალითად, თავის მოტყუება, რომ პოლიტიკური დევნა კი არის, მაგრამ ეხლა ორივეს ხომ ვერ გამოუშვებს.

დევნა კი არის, მაგრამ ცოტა წავიდეთ კომპრომისზე და ცოტა დევნა იყოს და ბევრი არა. ერთი გამოუშვას და მეორე არა. ანუ დევნა იყოს ოღონდ ცოტა, ანუ თქვენ რომ ხვალ უსამართლოდ დაგიჭირონ შეიძლება ცოტა კატეგორიაში მოხვდეთ და იჯექით. ეგ არის ვაჭრობა და პოლიტიკური თამაში.

რაც შეეხება არჩევნებს. ვთქვათ ვერ ვთანხმდებით, რა მასშტაბით გაყალბდა (რომ გაყალბდა არავინ უარყოფს). დავანებოთ ამას თავი. ქვეყანაში კრიზისი არის თუ არა? ვინმე იტყვის არაო? აი თქვენ თავთან, ტვში არა, თქვენთვის რომ ფიქრობთ, არის კრიზისი თუ არა? ყველა ნორმალურ ქვეყანაში კრიზისის აღქმა არის საფუძველი არჩევნებზე ლაპარაკის.

პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ფეისბუქზე აფასებს პოლიტიკური მედიაციის უშედეგოდ დასრულებულ მეორე რაუნდს.  



ასევე ნახეთ
close დახურვა