logo
ENG


წულუკიანი: ცხოვრება ცინიზმის გარეშე ძალიან ძნელია
  • 2028ნახვები
ცხოვრება ცინიზმის გარეშე ძალიან ძნელია. მე ჩემს თავთანაც ძალიან ცინიკოსი ვარ... მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად და ვცდილობ, გარედან შევხედო ჩემს საკუთარ თავს და ახლობლებს ბევრჯერ უსაყვედურიათ, ნუ იცი ხოლმე ასე შენი თავის დაცინვა და დაკნინება, არ ვარგა. ამ დროს მე ვეუბნები, რომ რატომაც არ ვარგა?! მუდმივად სერიოზულად თუ შეხედე საკუთარ თავს, შეიძლება ძალიან დიდი უბედურებაში გაეხვე.
 
იუმორის ნიჭი ბოძებული ნიჭია და მე ეს დიდად, ალბათ, არ მაქვს, მაგრამ ეს არის უფრო ცინიზმი. მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ხუმრობა თუ ცინიზმი ადამიანებს მძიმე განცდებში არ აგდებს იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი მიზანი.

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრობის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა