logo
ENG


გაბუნია: ჰოსპიტალური სექტორი პაციენტების მზარდი რაოდენობის მისაღებად მზადაა
  • 806ნახვები

ამჟამად მკურნალობის პროცესში იმყოფება 8 000 პაციენტი. ისინი განაწილებული არიან ბინაზე, ონლაინ კლინიკების მეთვალყურეობის ქვეშ, ასევე კოვიდ სასტუმროებში და ასევე 2 445 პაციენტი იმყოფება კლინიკებში, 400 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 81 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ პაციენტების მზარდი რაოდენობა შესაბამისად მივიღოთ.

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. დღეს, 13 აპრილს, საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი, 11 კი გარდაიცვალა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა