logo
ENG


კობახიძე: ვინც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, თვალი უჭირავთ ჩრდილოეთისკენ და არა ევროპისკენ
  • 931ნახვები

კიდევ ერთხელ გაევლო ზღვარი და ეს ზღვარი დაკავშირებულია პარტიების ორიენტაციასთან და მათ სულისკვეთებასთან. გაევლო ზღვარი მეტად რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებსაც აქვთ კონსტრუქციულად მუშაობის რესურსი - ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება საგარეო ორიენტაციას, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველოში არიან პარტიები, რომლებსაც აქვთ სწორედ არა დასავლური, არამედ სხვა მიმართულებით თავიანთი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი და ეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ გუშინ, როდესაც გაფორმდა ხელშეკრულება. შეთანხმებას არ მოაწერა ხელი ნაცმოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და სწორედ ესენი არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც თვალი უჭირავთ არა ევროპისკენ და ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთის მიმართულებით. ისინი მუდმივად აკეთებდნენ ჩრდილოეთის საქმეს და არა დასავლურს.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა