logo
ENG


გაბუნია: კორონავირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირაა არ ყოფილა, საყურადღებოა
  • 1292ნახვები

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1000-ს აღემატება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია შაბათ-კვირას ტესტების დაბალი რაოდენობით. თუმცა, ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ყოფილა რამდენიმე კვირის მანძილზე, რაც საყურადღებოა და პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს. ტესტირების პროგრამები გრძელდება და ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 30 ათასის ფარგლებში მერყეობს.

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. დღეს, 29 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა