უთხრა ჟურნალისტებს ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით. ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სწორედ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან 5 ივლისს გაკეთებული განცხადებით მან მოძალადეებს მწვანე შუქი აუნთო.