logo
ENG


მელია წულუკიანზე: 90-იანებში თითო საძმოს ყავდა ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო
ნიკა მელია
26 ივლ, 2021 21:59
მელია წულუკიანზე: 90-იანებში თითო საძმოს ყავდა ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო
  • 1171ნახვები

ქალბატონი წულუკიანი მახსენებს, ქალბატონებს, რომლებიც 90-იან წლებში ძალიან მძიმე როლს ასრულებდნენ ხოლმე საძმოების ფარგლებში. 90-იანი წლები ძალიან მძიმე იყო - იყო სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა საძმოები, თითო საძმოს ყავდა თავისი ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო და ხშირ შემთხვევაში საფუძველი იყო დაჯგუფებებს შორის შეტაკებისა. ამ შეგრძნებებს მიღვივებს ეს ქალბატონი. ქალბატონი, რომელიც პირდაპირ ეთერში უბრალოდ ძალადობს. რა მნიშვნელობა აქვს... აუცილებელია, რომ რომელიღაცა ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარი იჯდეს ადამიანი და ისე სჩადიოდეს დანაშაულს?! სენაკის თეატრში სავარძელში იჯდები და ისე ჩაიდენ დანაშაულს რაც ვიხილეთ თუ უბრალოდ სადღაცას ლოტკინზე, ღამე ჩადიხარ დანაშაულს რა მნიშვნელობა აქვს?! კულტურის მინისტრმა თქვა, რომ რადგან ჩვენ ქვეყანაში უმრავლესობით ვართ წარმოდგენილი, შეგვიძლია ვიძალადოთ

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში22 ივლისს წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დააბრუნებს. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა