logo
ENG

მეზვრიშვილი ავსტრალიის მოქალაქეზე: ხელისუფლება ძალადობისგან დაცვის ფუნქციას ვერ/არ ასრულებს
  • 896ნახვები

სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს (ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს, ქალებს, ბავშვებს) აქვთ დაუცველობის განცდა. ეს განცდა ჩნდება მაშინ, როცა ხედავ, რომ ხელისუფლება, რომელიც ძალადობისგან უნდა გიცავდეს, განზე დგას და გეუბნება - „რა ვქნა არ შემიძლია, ვერ გიცავ, შენით მოაგვარე“ - ანუ ხელისუფლება ძალადობისგან შენი დაცვის საბაზისო ფუნქციას ვერ/არ ასრულებს, უსუსური და კომპეტენციისგან დაცლილია;

როცა ხედავ, რომ ძალადობის აღკვეთაზე და შენს დაცვაზე პასუხისმგებელი პირები, ძალადობას არათუ გმობენ მაღალი ტრიბუნებიდან, არამედ ზოგჯერ უპასუხისმგებლობით და ზოგჯერ მიზანმიმართულად ახალისებენ მას, აღვივებენ დაპირისპირებას; როცა ხედავ, რომ ხელისუფლება ვიწროპარტიული ინტერესებით თუ ძალაუფლების შენარჩუნების მოტვაციით, დანაშაულს პატიობს მათ შორის მათ, ვისაც წესრიგის დამცველ პოლიციელებზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიში მიაქვთ; როცა ხედავ, რომ დანაშაულის მიმართ არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო, დამნაშავისთვის სამართლიანი სასჯელი გარდაუვალი არ არის და დაუსჯელობა არც თუ ისე იშვიათია; როცა ხედავ რომ, მომხდარი დანაშაულის ადეკვატურად შეფასების - მინიმუმ შეშფოთების და დაგმობის ნაცვლად, ხელისუფლება თავის მართლების მრავალფეროვან საშუალებებს (დანაშაული ყველგან ხდება, სტატისტიკა არ გაზრდილა, მედიის ბრალია და ა.შ.) გთავაზობს.

სიმშვიდის და დაცულობის განცდის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა! ამიტომ, ერთ-ერთი პირველი რასაც საქართველოსთვის გავაკეთებთ - დავასრულებთ დაპირისპირებას, შუღლის გაღვივებას, ძალადობის წახალისებას, ადამიანებს დავუბრუნებთ სიმშვიდის განცდას და ამ ყველაფერს გავაკეთებთ პირველ რიგში იმ რეფორმების გაგრძელების გზით, რომელიც დავიწყეთ და დღეს სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის.

ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი პოსტს Facebook-ზე აქვეყნებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა