ჩვენი მთავრობა წარმატებით უმკლავდება გამოწვევას, ვგულისხმობ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი დიპლომატების მიერ გაწეულ ძალისხმევას. ახლა მოდით, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ სატელევიზიო არხებს. ყოველდღე უსმენენ და ხედავენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას, პირდაპირ უნდა ითქვას, და ამ შუღლის გაღვივებას ჩვენს შიგნით. მათ სურთ, მთელი საზოგადოება დააზომბირონ საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის შესახებ კიდევ ერთი უარყოფითი განცხადება გააკეთა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენის დროს.