logo
ENG


გაბუნია: ახლა პიკში ვართ, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია შემთხვევების რაოდენობის კლება
  • 1586ნახვები

ჩვენი სცენარი და პროგნოზი ემყარება ისევ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის შეფასებებს. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად, დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია შემთხვევების რაოდენობის კლება. სიკვდილიანობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1,3%-1,4% ფარგლებში. ეს არის ის მათემატიკა, რაც მე დღეს შემიძლია გაგიზიაროთ პანდემიასთან მიმართებაში.

თქვა ჯადნაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. 5 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა