logo
ENG


ღარიბაშვილი: ჩვენ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი
  • 959ნახვები

ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც განაპირობა და მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველა წინსვლის და განვითარების. ჩვენ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი. სიტყვა "პროგნოზირებადი" არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადვილად გასაგები, აღქმადი ყველა მოქალაქისთვის, იქნება ეს ექიმი, მასწავლებელი, პოლიციელი, ჯარისკაცი, ბიზნესმენი, მეწარმე, ფერმერი. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს სჭირდება სტაბილურობის განცდა. მას სჭირდება პროგნოზირებადი მომავალი. აი, სწორედ ეს პროგნოზირებადი მომავალი გარანტირებული გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ ჩვენი პარტია, ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი პარტია და ჩვენ არაფერს ისეთს არ გავაკეთებთ, რითაც საფრთხეში ჩავაგდებთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას.

თქვა პრემეირმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალკაში მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა