logo
ENG


ღარიბაშვილი: ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდეს სააკაშვილი, კარგად გავერთობით
  • 1578ნახვები

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობით ძალიან კარგად. მას შევპირდი, რომ დავახვედრებთ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებთ ციხეში, გარემონტებულ ციხეში სხვათა შორის. ეს არის სააკაშვილის ბედი, თუ გაინტერესებთ ყველას. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობს, ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა ყველა და სტუმარი მიატოვა და მიწაზე იფორთხიალა. შემდეგ გახსოვთ ცნობილი კადრები, უკრაინაში როგორ ათრიეს თმებით. ასე, რომ ნებისმიერი მისი რაღაც მორიგი სულელური პროვოკაცია ჩვენში მხოლოდ ღიმილს იწვევს. თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს, რატომ ვერ ჩამოდის, 9 წელი გავიდა. იმიტომ, რომ კურდღელია, ლაჩარი და მშიშარა კაცია

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა